SME Association - გაერთიანებული მეწარმეები უკეთესი ბიზნეს გარემოსთვის

ჩვენ შესახებ

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA)- არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 2010 წლის 10 სექტემბერს ჩაეყარა. ასოციაცია ორიენტირებულია საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაძლიერებაზე. GSMEA წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს კერძო სექტორში არსებულ დაინტერესებულ მხარეებს შორის და მუშაობს უკეთესი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად.


GSME ასოციაციის დამფუძნებლები

რას ვაკეთებთ

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია მხარს უჭერს ადგილობრივ ბიზნესებს ადვოკატირების, წარმომადგენლობითობის, შუამავლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გზით. ასოციაცია ბიზნესებს სთავაზობს პლათფორმას, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი საჭიროებები, ჰქონდეთ წვდომა საჭირო რესურსებზე და გააძლიერონ ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

GSMEA ასევე ხელს უწყობს საქართველოში ექსპორტ-იმპორტის პროცესების განვითარებას, წევრებს აწვდის განახლებულ ინფორმაციას ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესახებ და უზრუნველყოფს მათი ინტერესების გათვალისწინებას შესაბამის პოლიტიკურ პროცესებში.

 

ჩვენი მისია

ასოციაციის მისიაა ბიზნეს-საზოგადოების საერთო ინტერესების ადვოკატირება, საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდა.

 

ჩვენი ღირებულებები

გამჭვირვალობა

პასუხისმგებლობა

თანამშრომლობა

პროგრესი

სად ვართ წარმოდგენილი




საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

✔ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია
✔ შრომის პირობების მონიტორინგის საბჭო
✔ შრომის ინსპექციის შექმნის საბჭო

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
✔ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საბჭო
✔ საკონსულტაციო ჯგუფი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით
✔ საკონსულტაციო ჯგუფი ვაჭრობის საკითხებზე

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
✔ დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორული საკოორდინაციო საბჭო
✔ პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭო

 

ბორდის წევრები

მიხეილ ჭელიძე
პრეზიდენტი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
მმართველი პარტნიორი - SME Finance

 

მიხეილ ჭელიძე 2011 წლიდან არის აუდიტისა და ბუღალტრული  კომპანია Fino-ს თანადამფუძნებელი. 2024 წლიდან იგი ასევე არის SME Finance-ის მმართველი პარტნიორი.

მიხეილი ფლობს MBA ხარისხს და დამთავრებული აქვს ESM – ბიზნესის სკოლა. გარდა ამისა, მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული კურსი და ტრენინგი საგადასახადო კანონმდებლობისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის ფინანსური მენეჯერისა და საგადასახადო აუდიტორის პოზიციებზე.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) სახელით, მიხეილი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საჯარო-კერძო დიალოგის პლათფორმასა და საკონსულტაციო ორგანოებში.

მიხეილი ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობაში — რეგულარულად იღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და მაღალი დონის შეხვედრებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: GIZ, USAID/G4G, CIPE, SIDA, SABIT, OECD და East Invest.

 

ნიკოლოგ გურგენიძე
ვიცე პრეზიდენტი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
მმართველი პარტნიორი - Inventer

 

ნიკოლოზ გურგენიძე 2014 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული ინვენტარიზაციის და უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების მომსახურებების მიმართულებით.
2022 წლიდან ინვენტარიზაციისა და საშემფასებლო კომპანია ინვენტერის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. 
ნიკოლოზს აქვს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება და განხორციელებული აქვს 500-ზე მეტი პროექტი.

 

გიორგი ზვიადაძე
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
მმართველი პარტნიორი - Globalcell

The association's mission is to advocate for the shared interests of the business community, improve the economic environment in Georgia, and enhance the competitiveness and productivity of the private sector.

მაია წერეთელი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
მმართველი პარტნიორი - KMS Georgia

The association's mission is to advocate for the shared interests of the business community, improve the economic environment in Georgia, and enhance the competitiveness and productivity of the private sector.

ნინო ზამბახიძე
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
პრეზიდენტი - საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA)

 

ნინო ზამბახიძე 2012 წლიდან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. აქვს ბიზნეს სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ნინო ფლობს გრენობლის ბიზნესის მენეჯმენტის სკოლის (საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხსა და მიღებული აქვს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ბიზნესის მენეჯმენტის და ადმინისტრირების დიპლომი.

ნინო ზამბახიძე არის პირველი ქალი ლიდერი რეგიონში – ჰილარი კლინტონის პატრონაჟით მოქმედი ორგანიზაცია „მოახდინე ინვესტირება მომავალში“ საპატიო კოორდინატორი. ის დასახელებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად.
ნინოს მიღებული აქვს წლის მეწარმის წოდებარენობლის ეკონომიკური სკოლის მიერ და ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების – „მერკური 2011-ისწლის ქალი მეწარმის საპატიო ჯილდოს მფლობელია.

 

ზვიად ჭუმბურიძე
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
პრეზიდენტი - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC)

The association's mission is to advocate for the shared interests of the business community, improve the economic environment in Georgia, and enhance the competitiveness and productivity of the private sector.

მაია ერისთავი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
პროექტ მენეჯერი - USAID-G4G

The association's mission is to advocate for the shared interests of the business community, improve the economic environment in Georgia, and enhance the competitiveness and productivity of the private sector.

ჩვენი პარტნიორები

მეტის ჩატვირთვა

B4B სერვისები

GSMEA წევრ კომპანიებს სთავაზობს ჩვენი სანდო პარტნიორი კომპანიების მიერ მოწოდებული მომსახურების ფართო სპექტრს. საჭიროებების შეფასების გზით ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს მნიშვნელოვნად განვითარდნენ შემდეგი მიმართულებებით:

 ბუღალტრული აღრიცხვა

 საგადასახადო აუდიტი

 საგადასახადო დავის მართვა

 მენეჯერეული აღრიცხვა (ბიუჯეტირება, რეპორტინგი):

 აღრიცხვის სტანდარტების დანერგვა (IFRS, IFRS for SME)

 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

 შრომის უსაფრთხოება

 შრომის უფლებრივი ნაწილის მომსახურება

 შრომის უფლებრივი ნაწილის სააღრიცხვო პროგრამა

 პერსონალურ მონაცემთა დაცვა

 სურსათის უვნებლობა

 ინვენტარიზაცია, მარაგების მართვა

 ქონების შეფასება

 გადაზიდვა/ლოჯისტიკა

 სახანძრო უსაფრთხოება

 იურიდიული სერვისები

 დაზღვევა

 კიბერ უსაფთხოება

 IT მიმართულება

 გარემოს დაცვა

 ადამიანური რესურსების მართვა HR

 სააღრიცხვო პროგრამები

 ხელშეკრულებებზე ხელმოწერების გენერირების პროგრამა

 ციფრული მარკეტინგი

 ბიზნეს გეგმის დაწერა

 თემატური ტრენინგები

 თემატური საჯარო ლექციები

 ფინანსების და დაფინანსების წყაროების მოძიება

მენეჯმენტი

ფინანსური ინსტრუმენტების მართვა (სესხი, ოფციონი, ფიუჩერსი)

საკონფერენციო სივრცე

საოფისე სივრცე

ბიზნესის გაციფრულება

ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა (ISO).

მოცემული სერვისების მიმართულებით ასოციაციის ნამდვილი წევრი ისარგებლებს როგორც პირველი უფასო ინსპექტირებით, ასევე მუდმივი 10-40%-მდე ფასდაკლებით.

პროვაიდერები

მეტის ჩატვირთვა

ახალი ამბები

სიახლის დასახელება 02

19 აპრილი, 2024

სიახლის მოკლე აღწერა თავსდება ამ პარაგრაფში. ჩანს პირველ გვერდზე, სრული აღწერის მაგივრად. ეს სატესტო ტექსტი შეიცვლება საიტის ამოქმედების შემდეგ, რეალური სიახლით.

იხილეთ ვრცლად

სიახლის დასახელება 03 - სატესტო სიახლის დასახელება

10 აპრილი, 2024

სიახლის მოკლე აღწერა თავსდება ამ პარაგრაფში.

იხილეთ ვრცლად

პროექტები

ღონისძიების დასახელება

20 მაისი, 2025

მოკლე აღწერა თავსდება ამ პარაგრაფში. ჩანს პირველ გვერდზე, სრული აღწერის მაგივრად. ეს სატესტო ტექსტი შეიცვლება საიტის ამოქმედების შემდეგ, რეალური სიახლით.

იხილეთ ვრცლად

ღონისძიების დასახელება მეორე

20 მაისი, 2025

მეორე ღონისძიების მოკლე აღწერა თავსდება ამ ადგილას. მეორე ღონისძიების მოკლე აღწერა თავსდება ამ ადგილას. შეცვალეთ ორიგინალი კონტენტით.

იხილეთ ვრცლად

GSMEA ასოციაციის წევრობა

საწევრო პოლიტიკა

GSME ასოციაცია პოტენციურ წევრებს სთავაზობს ორი სახის საწევრო პაკეტს

ასოცირებული წევრი - საწევრო ღირებულება წლიური - 150 ლარი
ნამდვილი წევრი - საწევრო ღირებულება წლიური - 1 700 ლარი 

ასოცირებული წევრის სარგებელი
 ბიზნეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

გულისხმობს ბიზნეს სივრცეებში არსებულ ივენთებზე ინფორმაციის გავრცელებას, როგორიცაა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები, გამოფენები.

 საკანონმდებლო სიახლეებზე ხელმისაწვდომობა

გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა კანონები, ბრძანებები, დადგენილებები, რეგლამენტები, სტანდარტები.

 ასოციაციის საჯარო ლექციებზე მოწვევა

გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებისას ამ რეგულაციებზე ბიზნესის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მიმღებ და მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად ერთობლივი უფასო საჯარო ლექციის ჩატარებას.

 

ნამდვილი წევრის სარგებელი

 ბიზნეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

გულისხმობს ბიზნეს სივრცეებში არსებულ ივენთებზე ინფორმაციის გავრცელებას, როგორიცაა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, კონკურსები, გამოფენები.

 საკანონმდებლო სიახლეებზე ხელმისაწვდომობა

გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა კანონები, ბრძანებები, დადგენილებები, რეგლამენტები, სტანდარტები.

 ასოციაციის საჯარო ლექციებზე მოწვევა

გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებისას ამ რეგულაციებზე ბიზნესის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მიმღებ და მარეგულირებელ ორგანოსთან ერთად ერთობლივი უფასო საჯარო ლექციის ჩატარებას.

 დაფინანსების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება

გულისხმობს ასოციაციის წევრი ბიზნესის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაძლო დაფინანსების პროგრამების შერჩევას და დაფინანსების მოპოვებაში შუალედური რგოლის ფუნქციის შესრულებას.

 ადვოკატირება

გულისხმობს ასოციაციის წევრი ბიზნესების საჭიროებების და ინიციატივების საკანონმდებლო დონეზე დამუშავებას და აღმასრულებელი/საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის მიწოდებას. ასოციაცია წარმოდგენილია საქართველოს სამინისტროებთან არსებულ ყველა საკოორდინაციო საბჭოზე, რომელიც განიხილავს ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს.

 მომწოდებლების მოძიება

გულისხმობს „პირველი ხელი“ მომწოდებლის მოძიებას საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე.

 ასოციაციის ყოველწლიურ ბიზნეს კონფერეციაში მონაწილეობა

გულისხმობს ასოციაციის მიერ დაორგანიზებულ ფასიან წლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას და მონაწილეობის საფასურზე ფასდაკლების გავრცელებას.

 ელექტრონული კატალოგი

გულისხმობს ასოციაციის მიერ ელექტრონულ კატალოგში წევრის შესახებ სარეკლამო ინფორმაციის ასახვას და პერიოდულად ინფორმაციის გავრცელებას.

 სარეკომენდაციო წერილის მიღება

გულისხმობს ასოციაციის მიერ წევრისთვის სარეკომენდაციო წერილის გაცემას საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის.

 წევრობის სერთიფიკატი

გულისხმობს ასოციაციის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატის გაცემას.

 გაყიდვების ხელშეწყობა

გულისხმობს ასოციაციის წევრის წარმოებულ საქონელზე და მომსახურებაზე, შესაძლო მყიდველის მოძიებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე. 

 პარტნიორის მოძიებაში ხელშეწყობა

გულისხმობს შესაძლო გარიგების პარტნიორის, წილობრივი პარტნიორის ან ინვესტორის მოძიებაში დახმარებას.

 პროდუქტის დაპატენტებაში ხელშეწყობა

გულისხმობს ასოციაციის წევრის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დაპატენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და პატენტის აღებაში დახმარებას. 

 საბარტერო წინადადებების შექმნაში დახმარება

გულისხმობს საბარტერო (გაცვლა) წინადადების შემუშავებაში და შესაძლო კონტრაგენტის მოძიებაში დახმარებას.

  B4B სერვისები

 

გახდი წევრი

ასოციაციის წევრები

იხილეთ ჩვენს ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიები, რომლებიც უკვე სარგებლობენ ყველა იმ უპირატესობით და ექსკლუზიური უფლებებით, რომელსაც GSMEA გთავაზობთ.

ვაჭრობა

ანაკოფია გრუპი ანაკოფია გრუპი

საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით შემდეგი მეთოდებით ან გამოგვიგზავნეთ თქვენი შეტყობინება ქვემოთ მოცემული ფორმის მეშვეობით.

ა(ა)იპ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (ს.კ. 404387855)

მისამართი: 37m ილია ჭავჭავაძის გამზირი, 0179 თბილისი, აქსის თაუერსი.

ტელ: +995 32 242 03 03, +995 599 018018
ელ. ფოსტა: info@gsmea.ge
 
სახელი და გვარი:
ელ. ფოსტა:
წერილის სათაური:
თქვენი წერილი და შეკითხვები:
შეიყვანეთ უსაფრთხოების კოდი:
Enter Security Code