2014 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის კონგრესი.ასოციაცია დატოვა კახა კოხრეიძემ, ხოლო პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ჭელიძე. ასევე დამტკიცდნენ საბჭოს წევრები და მომავალში სამოქმედო პრიორიტეტები. დისკუსიის დროს განხილული იყო გასული ორი წელი, რაც შეფასდა დადებითად. ასოციაციამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს და გამოიკვეთა მთავარი სფეროები, სადაც უახლოეს მომავალში განხორციელდება პროექტები.