GSMEA-სა და IT საკონსულტაციო კომპანია Sky Hi-ს მიერ ჩატარდა უფასო საჯარო ლექცია
5 აპრილს GSMEA-სა და IT საკონსულტაციო კომპანია Sky Hi-ს მიერ ტექნოპარკში ჩატარდა უფასო საჯარო ლექცია - პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება. ლექციას დაესწრო 100-მდე კომპანიის მენეჯერი.
ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის ძალაში შესვლის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლების მხრიდან მათი უფლებების დაცვის ღონისძიებების გატარებამ მნიშვნელოვანი ფინანსური და სამართლებრივი გამოწვევების წინაშე დააყენა მცირე და საშუალო ბიზნესი. ლექცია სწორედ აღნიშნულ საკითხებს შეეხო, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგა ბიზნესი რეგულაციით, როგორ შეიძლება შევამციროთ აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები და დავზოგოთ ლიცენზირების ბიუჯეტი.
ლექციაზე განხილულ იქნა:
· რომელი კანონი არეგულირებს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას?
· რომელ პროგრამებს ეხება ლიცენზირების კანონი?
· როგორ და ვის მიერ ხდება აღსრულება?
· რა საჯარიმო სანქციები არის განსაზღვრული?
· განსხვავებები ფასიან და უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას შორის
· ლიცენზირების მეთოდები და მათ შორის განსხვავებები
· ძირითადი მწარმოებლები და მათი უპირატესობები
· მობილურობა (Mobility) და ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგიები
· პრაქტიკული მაგალითები: როგორ დავზოგოთ ლიცენზირების ბიუჯეტი?